fbpx
საბერძნეთი

ბინადრობის 10 წლიანი ნებართვა საბერძნეთში – რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ მის მისაღებად?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობამ საემიგრაციო კოდექსში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და ერთ-ერთი ეხება ბინადრობის 10 წლიან ნებართვას, რომლის მიღებაც შეეძლოთ მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში (მაგალითად: თუ ხართ საბერძნეთის მოქალაქის ოჯახის წევრი).

2024 წლის 1-ლი იანვრიდან საბერძნეთში ბინადრობის 10 წლიანი ნებართვის მოთხოვნა შეეძლება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე კანონიერად, უწყვეტად ფლობდა ბინადრობის ნებართვას (ადია დიამონის), მიუხედავად იმისა, იყო ეს 3 წლიანი, 10 წლიანი თუ 5 წლიანი.

ცხადია, იმისთვის, რომ მოითხოვოთ ბინადრობის 10 წლიანი ნებართვა, აუცილებელია აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • საბერძნეთიდან გასვლა არ უნდა აჭარბებდეს 2 წელს მიყოლებით. კანონი უფლებას გაძლევთ წახვიდეთ საბერძნეთიდან წელიწადში 6 თვით, თუმცა, იგულისხმება, რომ 2 წელს არ უნდა გადააჭარბოთ მიყოლებით, გასვლის შემთხვევაში.
  • უნდა ფლობდეთ ბინადრობის ნებართვას ბოლო 10 წლის მანძილზე, არ აქვს მნიშვნელობა რამდენწლიანი იყო წინა ნებართვები.
  • უნდა იყოთ დაზღვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა გქონდეთ წელიწადში მინიმუმ 50 ენსიმა/ერგოსიმო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონი ძალაში შედის 2024 წლიდან, შესაბამისად, ეხებათ მათ, ვინც 2024 წლიდან ჩააბარებს ბინადრობის ნებართვას განსაახლებლად.

 

onalem

ტესტ