fbpx
საბერძნეთი

პირველი ორგანიზებული ქორწილი წყალქვეშ საბერძნეთში: შთამბეჭდავი კადრები ალონისოდან

კუნძულ ალონისოზე პირველი ორგანიზებული ქორწილი შედგა. გუშინ, 29 აგვისტოს, პეტრომ და მირტომ ერთმანეთს წყალქვეშ შეჰფიცეს ერთგულება, წყვილი ალონისოს მერმა, პეტროს ვაფინისმა დააქორწინა, რომელმაც მყვინთავის სპეციალური ლიცენზია აიღო, რათა ცერემონია ჩაეტარებინა.

წყლის ფსკერზე ასევე იმყოფებოდნენ მეჯვარეები და პატარძალს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩვეულებრივი, საქორწილო კაბა ეცვა, ცერემონიას სპეციალური გაფორმებაც ამშვენებდა.

კადრებს წყალგაუმტარი გამერით იღებდნენ და პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა სპეციალურ ეკრანზე, რომელიც ხმელეთზე მყოფი სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ