fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

ΟΑΕΔ: 2019 წლიდან უმუშევრებისთვის 24, 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

2019 წლიდან საბერძნეთის მთავრობა უმუშევრებს 24, 000 სამუშაო ადგილს სთავაზობს. დაპირებისამებრ, პირველ თვეებშივე ამოქმედდება პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანების დასაქმებას 5 რეგიონში ანუ 51 მუნიციპალიტეტში.

სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ მინისტერიალის გადაწყვეტილებით, მათ, ვინც ეკონომიკური კრიზისის პერიოდში საკუთარი ბიზნესი უსახსრობის გამო დახურა, საშუალება ექნებათ კვლავ წამოიწყონ საქმე და დაასაქმონ სხვა ადამიანებიც.

თანხა, რომელის ამისთვის გამოიყოფა, შეადგენს 12, 000 ევროდან 36, 000 ევროს. თუ რამდენს მიიღებს ბენეფიციარი, დამოკიდებულია იმაზე, დამოუკიდებლად წამოიწყებს ბიზნესს, თუ ვინმესთან თანამშრომლობით. ცხადია, მათი ვალდებულებაა ადამიანების დასაქმება თავიანთ დაწესებულებებში.

გარდა ამისა, თებერვალში ამოქმედდება ახალი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს 29 წლამდე ახალგაზრდების ბიზნეს იდეების განხილვას და საერთო ჯამში 2, 500 გეგმა იქნება სისრულეში მოყვანილი.

ახალგაზრდები შეძლებენ სახელმწიფო დაფინანსების საფუძველზე, აიხდინონ ოცნება და გააკეთონ საკუთარი ბიზნესი. თითოეულ მათგანს მაქსიმუმ 18, 000 ევროს მიღება შეეძლება.

 

onalem

ტესტ