fbpx
საზოგადოება

“მე მიყვარს ის და მჯერა, რომ მასაც ვუყვარვარ” – ლიაგასი ფეისთან განქორწინების უცნობ დეტალებზე საუბრობს!

გიორგოს ლიაგასის და ფეი სკორდას განქორწინების თემაზე უკვე ბევრი დაიწერა და თითქოს ეს ყველაფერი აღარავის ახსოვს.. თუმცა, ლიაგასმა სწორედ ახლა ისაუბრა იმაზე, რაც აქამდე არ ვიცოდით. 


– ფეისთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებთ…
ფეისთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაქვს და მექნება.
– მაშინ რატომ განქორწინდით?
პირველ რიგში, მინდა ყველაფერი გარკვევით ვთქვა. ჩვენ შორის არასოდეს ყოფილა მესამე პირი, არც ჩემი და არც ფეის მხრიდან. 
მეორე რიგში, ჩვენ შორის არასოდეს ყოფილა დავა და საუბარი ფულთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ჩვენ განქორწინებამდე მოვაგვარეთ. არასოდეს გვითქვამს, რომ “ეს ჩემია, ეს კი შენი.” არაფერს ვაცალცალკევებდით, რადგან ერთმანეთს პატივს ვცემთ.


– მაგრამ მაინც არ პასუხობთ კითხვას, რატომ დაშორდით?
იმიტომ, რომ ხანდახან წყვილს შორის რაღაც მთავრდება. ყველაფრის შემდეგ, რაღაც სრულდება. მე მიყვარს ის და მჯერა, რომ მასაც ვუყვარვარ, ასევე მე ვაღიარებ, რომ ის საუკეთესო დედაა. მაგრამ ჩვენ შორის რაღაც გაქრა და ამის შემდეგ წყვილის ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის.


– რა დასრულდა თქვენ შორის?
ყველა ურთიერთობაში, ვნების დაკარგვა ყველაფერს აფუჭებს. ალბათ ჩვენთანაც ასე მოხდა. ეს მთავარი ელემენტია, რაც ურთიერთობას ასტაბილურებს. როცა ეს ქრება, ჩნდება უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა.

ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ გვეცხოვრა ერთ სახლში და ქაოსში, ვარჩიეთ ვყოფილიყავით ცალცალკე და ბედნიერები. ჩვენ და განსაკუთრებით კი, ბავშვები.

onalem

ტესტ