fbpx
საზოგადოება

ვითარება თესალონიკში: აეროპორტი თვითმფრინავებს ვერ იღებს – გადადებულია ფრენები!

თესალონიკში, მაკედონიის აეროპორტში ხილვადობა ფაქტობრივად საერთოდ არ არის. სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ფრენა გადადებულია.

Fraport Greece-ის კომუნიკაციების მენეჯერი, იანის პაპაძოღლუ აცხადებს, რომ უამინდობის გამო ოთხი თვითმფრინავი კავალაში დაჯდა, ერთი ათენში, ხოლო ორი ფრენა საერთოდ გაუქმებულია.

კერძოდ, თვითმფრინავები, რომლებიც ასრულებდნენ რეისებს: ჰამბურგი-თესალონიკი, ათენი-თესალონიკი, დიუსელდორფი-თესალონიკი და ბერლინი-თესალონიკი, დასხდნენ კავალაში.

ათენში დასრულდა რეისი სტოკჰოლმი-თესალონიკი.

პაპაძოღლუს ინფორმაციით, თესალონიკის აეროპორტში საგანგებო მდგომარეობაა და ყველაფერი კეთდება, რათა დათოვლილი ტერიტორიები გაიწმინდოს.

onalem

ტესტ