fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი შოკი საბერძნეთში: ალბანელმა ცოლი დანით დაჭრა, რადგან დაშორება მოსთხოვა

საბერძნეთში ქმრების მხრიდან ძალადობის სულ უფრო და უფრო მეტი შემთხვევის შესახებ ხდება ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სასჯელი მსგავსი დანაშაულებითვის მკაცრდება.

მას შემდეგ, რაც ათენში ალბანელმა მამაკაცმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, 32 წლის ცოლი ცივი იარაღით სასტიკად მოკლა, მსგავსი შემთხვევა მოხდა როდოსზეც, სადაც დამნაშავე ასევე ალბანეთის მოქალაქეა.

ირკვევა, რომ გუშინ, დაახლოებით 23:30 საათზე, 47 წლის ალბანელი 36 წლის მეუღლეს დაესხა თავს და ჭრილობები მიაყენა ხელ-ფეხისა და ყელის არეში.

საბედნიეროდ, ქალი სწრაფად გადაიყვანეს საავადმყოფოში და როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, დასჭირდება საკმაო დრო რეაბილიტაციისთვის, რადგან აქვს ფსიქოლოგიური შოკიც.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის მსგავსი რეაქცია მოჰყვა ქალის გადაწყვეტილებას, რომ განქორწინებულიყვნენ.

onalem

ტესტ