fbpx
კრიმინალი

ბერძენ დამხმარე ქალს სახლში კამერა დაუყენეს – მან 20.000 ევრომდე აიღო, კამერა ჩამოხსნა და სახლიდან წავიდა

ბერძნული მედია პატრასში ბერძენი ქალის დაკავების შესახებ იუწყება, რომელიც იმ ოჯახის გაძარცვის ბრალდებით არის დაპატიმრებული, რომელშიც მუშაობდა. ის მოხუცმა ცოლ-ქმარმა სახლის დასალაგებლად აიყვანა, თუმცა, საბოლოოდ მუშაობა ხელბორკილებით დაასრულა.

გავრცელებული ინფორმაციით, 95 წლის მამაკაცის და 85 წლის ქალის სახლიდან დიდი რაოდენობით თანხა რამდენიმე ხნის განმავლობაში ქრებოდა. ცხადია, იმისთვის, რომ ოჯახს არ შეენიშნა, ქალი ცოტ-ცოტას იღებდა, თუმცა, საერთო ჯამში სახლიდან 20.000 ევრო წაიღო.

როცა მოხუცებმა ეჭვი შეიტანეს, სახლში კამერა დააყენეს, რომელიც ბერძენმა ქალმა სახლის დალაგების დროს შენიშნა და არც კი უყოყმანია ისე ჩამოგლიჯა ადგილიდან, დღის ბოლოს კი წავიდა და როგორც გამოძება აცხადებს, სამსახურში დაბრუნებას აღარ აპირებდა.

ცოლ-ქმარმა პოლიციაში დარეკა და ქალს დაკავებისას ჩანთაში კამერა უპოვეს. გარდა ამისა, ამოღებულია OPAP-ის რამდენიმე მომგებიანი ბილეთი და 750 ევრო.

ქურდობაში ბრალდებული ქალი 64 წლის არის. ის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

onalem

ტესტ