fbpx
საზოგადოება

გაფრთხილება ყავასთან დაკავშირებით, რომელიც ბერძნულ სუპერმარკეტებში აქტიურად იყიდება

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტო ყავასთან დაკავშირებით, რომელიც სუპერმარკეტებში აქტიურად იყიდება, გაფრთხილებას ავრცელებს.

კერძოდ, ეს არის ყავა, სახელად Jantan Tradisional Nature Herbs Coffee, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, შეიცავს გაურკვეველ, არასანქცირებულ ნივთიერებებს, რომლებიც შემადგენლობაში, ცხადია, მითითებული არ არის.

როგორც სააგენტო იუწყება, ყავას აქტიურად ყიდულობს მოსახლეობა და მას მომხმარებლის ჯანმრთელობაზე სერიოზული ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

ვისაც შეძენილი გაქვთ აღნიშნული პროდუქტი, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

იხილეთ შეფუთვა:

onalem

ტესტ