fbpx
კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში ეჭვიანობის ნიადაგზე: მოკლულია 40 წლის ემიგრანტი მამაკაცი

54 წლის ბერძენმა მამაკაცმა 40 წლის უცხოელი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა, მიზეზი კი, როგორც აღმოჩნდა, ეჭვიანობა გახდა. გარდაცვლილის ეროვნება ცნობილი არ არის.

კერძოდ, ინციდენტი კუნძულ ითაკაზე მოხდა, სადაც 54 წლის მამაკაცმა დანაშაული ეჭვიანობის ნისადაგზე ჩაიდინა. მას სჯეროდა, რომ 40 წლის უცხოელ მამაკაცს ურთიერთობა ჰქონდა მის 42 წლის მეუღლესთან.

ბერძენი სასტუმროში მივიდა, სადაც ემიგრანტი მამაკაცი იყო გაჩერებული და მას ცემის შედეგად სასტიკი დაზიანებები მიაყენა თავისა და სხეულის რამდენიმე არეში, შემდეგ კი მიატოვა და სასიკვდილოდ გასწირა.

ინციდენტის გარემოებები უცნობია, მაგრამ, როგორც 42 წლის ქალი ამბობს, მან დაშავებულს პირველადი დახმარება თავად აღმოუჩინა, რადგან როცა უგონო მდგომარეობაში ნახა, ეგონა, რომ ეძინა.

54 წლის მამაკაცი და 42 წლის ქალი პოლიციამ დააკავა. როგორც ბერძნული მედია იუწყება, 40 წლის ემიგრანტი მამაკაცი კუნძულზე რამდენიმე დღის ჩასული იყო.

 

 

onalem

ტესტ