fbpx
კრიმინალი

კალამატელმა მამაკაცმა ქურდობისთვის გასამართლებამდე კიდევ 3 ქურდობა ჩაიდინა

ბერძნული მედია ავრცელებს ინფორმაციას მამაკაცის შესახებ, რომელიც კალამატაში დააკავეს და ქურდობისთვის უნდა გაესამართლებინათ. მის ბრალდებებში ძირითადად არის მაღაზიებისა და მანქანების ძარცვა და ელოდებოდა სასამართლო პროცესს, რომელზეც მისი საქმე უნდა განეხილათ და განაჩენი გამოეტანათ.

ირკვევა, რომ ვიდრე მამაკაცი პირობით იყო გათავისუფლებული და სასამართლო პროცესის თარიღს ელოდა, კიდევ რამდენიმე ქურდობა ჩაიდინა. ამის შესახებ მაშინ გამოვლინდა, როდესაც ერთ-ერთი მაღაზიის გაძარცვა სცადა, გამვლელებმა შენიშნეს და პოლიციას შეატყობინეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ის პოლიციამ იპოვა, გადამოწმების შედეგად კი დაადგინეს, რომ უკვე ბრალდებული იყო და გასამართლებას ელოდა, მანამდე კი, მოასწრო და კიდევ 3 დაწესებულება გაძარცვა.

არსებული ინფორმაციით, მას 24 თვიანი პატიმრობა ელის.

onalem

ტესტ