fbpx
საზოგადოება

რეკორდი კრეტაზე: ხანიელმა მამაკაცმა 40 კილოგრამიანი თევზი დაიჭირა

ადგილობრივი მედია ხანიელი მამაკაცის შესახებ იუწყება, რომელმაც კრეტაზე, არც მეტი, არც ნაკლები, 40 კილოგრამიანი თევზი დაიჭირა.

გიორგოს კაზულისი, რომელიც მეთევზეობით არის დაკავებული, დიდი აღფრთოვანებით გვაჩვენებს თავის “ნადავლს”. როგორც ირკვევა, კაზული დაახლოებით 20 წუთის მანძილზე იბრძოდა, რომ უზარმაზარი თევზი წყლის ზედაპირზე ამოეტანა, მისი წონის გამო. როდესაც დაინახა, თუ რა დაიჭირა, თვალებს არ უჯერებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა გამოცდილება, მსგავსი ზომის თევზებთან დაკავშირებით, ამჯერად ნამდვილად გაოგნებული დარჩა სანახაობით.

“თევზი 180 მეტრის სიღრმიდან ამოვიყვანე, ეს არის როჭოსებრთა ოჯახიდან. მისი დაჭერა მოხდა ძალიან წვრილი მოწყობილობით, რომელიც ძირითადად განკუთვნილია 3-4 კილოგრამიანი თევზებისთვის,” ამბობს კაზულისი.

onalem

ტესტ