fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიცია 22 დამნაშავის ფოტოებს აქვეყნებს – ნაძარცვის ღირებულება 30.000 ევროს აღემატება

საბერძნეთის პოლიცია კრიმინალური დაჯგუფების 22 წევრის ფოტოებს ავრცელებს. თითოეული მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და მათ ანგარიშზეა ძარცვის დაახლოებით 50 ფაქტი. მსხვერპლთა უმრავლესობა ახალგაზრდა ქალია. აღსანიშნავია, რომ კრიმინალურ დაჯგუფებას 18 წლის მამაკაცი მეთაურობდა.

დამნაშავეები ძირითადად თესალონიკში, ქალაქის ცენტრში მოქმედებდნენ. ისინი არიან სირიის, ალჟირის და ლიბიის მოქალაქეები.

როგორც ცნობილია, ძარცვიდან რამდენიმე წუთში ტანსაცმელს იცვლიდნენ და შემდეგ ისე იქცეოდნენ, თითქოს არაფერი მომხდარიყო.

მათ მიერ მოპარული ნივთების საერთო ღირებულება 30.000 ევროზე მეტია. ამოღებულია 4.750 ევრო, ასევე პირადობის მოწმობები, ელექტრონული მოწყობილობები, ძვირფასეულობა და სამგზავრო დოკუმენტები.

onalem

ტესტ