fbpx
კრიმინალი

23 წლის ალბანელს, რომელმაც ალკი მოკლა, სამი წლის წინ სხვა ბიჭიც ჰყავდა დაჭრილი იმავე ადგილას

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 23 წლის ალბანელის წინააღმდეგ აქამდეც იყო სისხლის სამართლის საქმე აღძრული და სასამართლო პროცესები სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ალკის მკვლელი სამი წლის წინ, 2019 წლის მარტში, კიდევ ერთ თავდასხმაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც დანით დაჭრეს თავიანთი თანატოლი.

ირკვევა, რომ თავდასხმა თითქმის იმავე ადგილას მოხდა, სადაც ალკი მოკლეს. 5 ადამიანი, ორი ბერძენი და სამი უცხოელი, თავს დაესხა ორ ბიჭს, რომელიც გაჩერებაზე იცდიდა. როგორც გაირკვა, ერთ-ერთი მოძალადე სწორედ 23 წლის ალბანელი იყო და შესაბამისად, საქმეც აღიძრა.

მაშინ თავდასხმამ მსხვერპლი გარეშე ჩაიარა, ერთ-ერთი ბიჭი დაშავდა, მაგრამ მისი რეაბილიტაცია შესაძლებელი იყო. ფაქტია, რომ ალბანელი მას შემდეგ მაინც თავისუფლად დადიოდა და დაუსჯელობის სინდრომის ფონზე, დანაშაული გაიმეორა, რომელიც ამჯერად ფატალურად დასრულდა და ალკის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ალბანელი უკვე გადაიყვანეს პროკურატურაში. ნახეთ ვიდეო:

onalem

ტესტ