fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დედამ 2 თვის ბავშვს სცემა და შემდეგ დახმარების თხოვნით, ცხელ ხაზზე დარეკა

ორგანიზაცია “ბავშვის ღიმილის” ცხელ ხაზზე გუშინ ღამით უკიდურეს ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა დარეკა და დახმარებას ითხოვდა. თანამშრომლებმა, ცხადია, ქალს გამოჰკითხეს, თუ რა იყო მისი პრობლემა, მან კი უპასუხა, რომ მის 2 თვის ბავშვს დაზიანებებიი ჰქონდა მიყენებული.

თავდაპირველად იფიქრეს, რომ სავარაუდოდ უბედური შემთხვევა მოხდა და აქედან გამომდინარე თხოულობდა ქალი შველას, მაგრამ მან თანამშრომლებს განუმარტა, რომ ბავშვს თავად სცემა და სასწრაფოდ უნდა დახმარებოდნენ. უცნობია, თუ რა მოხდა ზუსტად და რამ მიიყვანა დედა ამ მდგომარეობამდე, რომ 2 თვის შვილს სცემა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ქალი ჩადენილს ნანობდა და აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, საჭირო დახმარება გაუწიეს ბავშვს და მიმდინარეობს მისი მდგომარეობის მეთვალყურეობა. ამას გარდა, ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაცია მხარში დაუდგება და დაეხმარება დედას, ემოციური კუთხით, რომ გამოიკვეთოს მომხდარის მიზეზები და შეძლებისდაგვარად, დასტაბილურდეს მისი ემოციური მდგომარეობა.

onalem

ტესტ