fbpx
კრიმინალი

“აივნიდან ისროდა და დედაზე ფიზიკურად ძალადობდა” – ექსკლუზიური კადრები ნეა ერთრეადან

ნეა ერითრეაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. შოკისმომგვრელია მეზობლების ჩვენებები, რომლებიც ამბობენ, რომ 40 წლის მამაკაცი აქამდეც ისროდა საკუთარი სახლის აივნიდან, იარაღით გადაადგილდებოდა და ამასთან დაკავშირებით არავის არაფერი მოუმოქმედებია.

“ეს ადამიანი წლების მანძილზე ფსიქიატრიულში უნდა ყოფილიყო გამოკეტილი, თუნდაც, მისი სურვილის წინააღმდეგ. ჰალუცინაციები ჰქონდა, ეჩვენებოდა ხოლმე, რომ გარშემორტყმული იყო ასობით ობობით. ჰქონდა ფსიქოზური ეპიზოდები,” ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

ვრცელდება კადრები, როგორ გადაადგილდება ის იარაღით. მეორე მეზობლის თქმით, მუდმივად ისროდა, ჩიტების, ნაგვის ურნების, ცხოველების მიმართულებით.

“როგორ შეიძლება, რომ ფსიქიატრიული კლინიკიდან გაათავისუფლონ ადამიანი, რომელიც შეშლილია და ამას დოკუმენტებიც ადასტურებს. როგორ შეიძლება თავისუფლად დადიოდეს ადამიანი, რომელსაც სახლი სავსე აქვს იარაღებით. არ მჯერა, რომ ეს მოხდა,” ამბობს იმ მამაკაცის ძმა, რომელიც დაკავებულის ტყვიებს ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო მისი დედაც, რომელიც შიშისგან არაფერს ამბობდა.

onalem

ტესტ