fbpx
კრიმინალი

ორი ბერძენი სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა და იადონი მოიპარა

ძარცვა, რომლის მიზანიც ერთი პატარა ჩიტის მოპარვა იყო, ილიასში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ბერძენი ახალგაზრდა ერთ-ერთ სახლში აივნიდან შეიჭრა, გალიიდან ჩიტი გამოიყვანეს და გაქცევა სცადეს.

როგორც ირკვევა, სახლის პატრონმა ისინი დაინახა და მაშინვე აცნობა პოლიციას. ოფიცრებმა რამდენიმე ხანში ორივე მათგანი დააკავეს, იადონით და მისი გალიით ხელში.

იადონი მამაკაცს დაუბრუნეს, ხოლო მათ წინააღმდეგ საქმე შინაური ცხოველის/ფრინველის მოპარვის ბრალდებით აღიძრა.

onalem

ტესტ