fbpx
საზოგადოება

ჯარიმები 5.000-დან 25.000 ევრომდე – რა იცვლება საბერძნეთის სანაპიროებზე?!

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში ორგანიზებულ სანაპიროებზე ცვლილებები შედის ძალაში. ცხადია, უსაფრთხოების ნორმები და წესები ისევ იგივე რჩება და როგორც პერსონალს, ასევე კლიენტებს მოეთხოვებათ მათი დაცვა.

კერძოდ, რა კანონები მოქმედებს კერძო, ორგანიზებულ სანაპიროებზე:

1. 1000 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია მხოლოდ 40 ადამიანის შესვლა.

2. ერთი ქოლგის ქვეშ დასაშვებია მხოლოდ ორი შეზლონგი. (გამონაკლისია ოჯახები ბავშვებით).

3. ქოლგებს შორის უნდა იყოს 4 მეტრიანი დისტანცია, ხოლო შეზლონგებს შორის 1,5 მეტრიანი დისტანცია.

4. სპორტული აქტივობები, რომლებიც მოიაზრებს ფიზიკურ კონტაქტს, არ არის დასაშვები.

5. აკრძალულია მუსიკის ჩართვა სანაპიროებზე, ბარის გამოყენება კლიენტების იქ ყოფნისთვის, მუსიკალური წვეულებების მოწყობა.

6. პერსონალმა უნდა ატაროს ნიღაბი.

სიახლეები:

ამიერიდან დასაშვები ხდება, რომ კლიენტებს შეკვეთა მიუტანონ შეზლონგებთან, მხოლოდ პაკეტის სახით. ანუ მათ თავად მისვლა და მათი შეკვეთა, რათა შემდეგ წამოიღონ, აღარ დასჭირდებათ.

რაც შეეხება სასმელს, ყავა, წვენები და ა.შ. მათი მომზადება და მიტანა მოხდება ისე, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

კლიენტებმა ერთმანეთისგან უნდა დაიცვან მინიმუმ 1.5 მეტრიანი დისტანცია, წინააღმდეგ შემთხვევაში 150 ევროიანი ჯარიმა ძალაში რჩება.

თავად სანაპიროების ხელმძღვანელობა წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდება 5.000-დან 25.000 ევრომდე და შეუჩერდებათ მუშაობის უფლება 15-დან 20 დღემდე. ჯარიმის რაოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის ფართობზე და კანონდარღვევის ტიპზე.

 

 

onalem

ტესტ