fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი პოლიციას კაფეს კარს არ უღებდა, რათა არ დაეჯარიმებინათ

კურიოზული ინციდენტი ვოლოსში მოხდა, სადაც პოლიციის ოფიცრებმა, ფაქტობრივად, მოლაპარაკება აწარმოეს ბერძენ მამაკაცთან, რომელიც საკუთარი კაფეს კარს არ აღებდა, რომ არ დაეჯარიმებინათ.

ირკვევა, რომ კაფე ღია იყო 00:00 საათის შემდეგაც, რის გამოც ადგილზე ოფიცრები გამოიძახეს. პოლიციის დანახვისას მამაკაცმა კარი ჩაკეტა და ოფიცრებს შიგნით არ უშვებდა. ისინი დაახლოებით საათნახევრის მანძილზე გარეთ იცდიდნენ, საბოლოოდ კი მამაკაცი დაარწმუნეს, რომ კაფე დაეტოვებინა.

35 წლის მეპატრონე დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, დააჯარიმეს 10.000 ევროთი, კაფე კი სამი დღის მანძილზე დაკეტილი იქნება.

onalem

ტესტ