fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

პირეოსი: გამთენიისას ტაქსის 60 წლის მძღოლი მოკლეს

პირეოსში, დრაპეცონას ტერიტორიაზე, გამთენიისას ტაქსის 60 წლის მძღოლს თავს დაესხნენ, გაძარცვეს და მოკლეს.

კერძოდ, ერთ-ერთი გემის ეკიპაჟის წევრმა სანაპირო დაცვას აცნობა, რომ ტაქსიში ორი მამაკაცი ჩხუბობდა. შედეგად, ტაქსის 60 წლის მძღოლი მძიმედ დაშავდა. მგზავრმა ის გაძარცვა, მანქანაში ჩაჯდა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

თავდასხმის მსხვერპლი ორი შვილის მამაა. ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს. სამართალდამცავმა ორგანოებმა სამედიცინო ექსპერტიზა მოითხოვეს, რათა სიკვდილის კონკრეტული მიზეზი დადგინდეს.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელი უბრალოდ მგზავრი ან გარდაცვლილის მეგობარი იყო. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მძღოლი იცნობდა თავდამსხმელს. მიმდინარეობს გამოძიება, საქმეში მონაწილე პირთა იდენტიფიცირებისთვის.

ასევე იძებნება მანქანა, რომლითაც მკვლელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

onalem

ტესტ