fbpx
საბერძნეთი

მომდევნო საათებში საბერძნეთში ამინდი უარესდება – სად უნდა გამოიჩინოს მოსახლეობამ სიფრთხილე?!

მომდევნო რამდენიმე საათში საბერძნეთში ამინდი უარესდება და მოსალოდნელია უხვი ნალექი. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს შემდეგ ტერიტორიებზე: იონიის ზღვის კუნძულები, ევია, ეგეოსის ჩრდილოეთი, სპორადესის კუნძულები.

ძლიერი წვიმა ნავარაუდევია ასევე დასავლეთ კრეტაზე, სტერეასა და პელოპონისოში.

იონიისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე ქარი გაძლიერდება და 7 ბალს მიაღწევს, რის გამოც ძლიერი ქარისა და წვიმის პირობებში, მოსახლეობამ არააუცილებელი გადაადგილება უნდა შეზღუდოს.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, წვიმა ღამის საათებშია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი მომდევნო კვირაში 17 გრადუსამდე დაეცემა.

onalem

ტესტ