fbpx
საბერძნეთი

რას მოელიან სექტემბრის თვეში საბერძნეთში?! – ნიკოს ძანაკის პროგნოზები

პნევმოლოგიის პროფესორმა, ნიკოს ძანაკიმ ტელეკომპანია Open-თან საუბრისას საკმაოდ დიდი ოპტიმიზმი გამოხატა და განაცხადა, რომ სექტემბრის თვე საბერძნეთისთვის კიდევ უფრო სტაბილური უნდა იყოს.

“ამ ეტაპისთვის კორონავირუსის გავრცელების მე-4 ტალღაში ვიმყოფებით. მონაცემების მიხედვით, ყველაზე კრიტიკულ წერტილს, ანუ პიკს უკვე მივაღწიეთ და ამ მომენტში რეგრესი ფიქსირდება. ვხედავთ შემთხვევების თანდათანობით კლებას და თვის ბოლოსთვის ვვარაუდობთ, რომ დავსტაბილურდებით 2.500-დან 2.000 ინფიცირებულზე. ეს არის ერთგვარად გამამხნევებელი თვე, დეესკალაციის თვალსაზრისით. 

როდესაც ზრდა ფიქსირდებოდა, ეს იყო 15 აგვისტოს და ტურისტული მიმოსვლის შედეგი. კარგი იქნება, თუ ვაქცინაცია ამ ტემპით გაგრძელდება. 

დაზუსტებით იმის თქმა, თუ როდის დასრულდება პანდემია, შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ კიდევ მრავალი წლის მანძილზე გვეკეთება პირბადე და დავიცავთ დისტანციას. ეს არის ვირუსი, რომელიც მოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ შორის დარჩეს,” განაცხადა პროფესორმა.

onalem

ტესტ