fbpx
საბერძნეთი

“მოქალაქეები ათენის ცენტრში და საკუთარ უბნებში მეტ პოლიციელს ნახავენ” – სამოქალაქო დაცვის ახალი მინისტრი ΣΚΑΙ-ზე

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე, გადაცემაში, “Καλημέρα”, სამოქალაქო დაცვის ახალმა მინისტრმა, ტაკის თეოდორიკაკომ ისაუბრა. მისი თქმით, პოლიციის მთავარი მიზანი უნდა იყოს მოქალაქეთა დაცვა, მათ მიმართ მეგობრული განწყობა, მაგრამ ამავე დროს, კონტროლის გაძლიერება, დანაშაულების აღმოსაფხვრელად.

“მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი არის მოქალაქეთა დაცვა. თუ მოქალაქეები არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, მაშინ არც თავისუფლება არსებობს და არც კეთილდღეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაძლიერებთ პოლიციის მუშაობას.

ჩვენ გვინდა ოფიცრები, რომლებიც მეგობრულები არიან საზოგადოების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ. გვინდა პოლიცია, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და პარალელურად, იქნება მკაცრი დანაშაულისა და უკანონობის მიმართ. 

მოხდება ჯგუფების რეორგანიზება, რათა თითოეულმა მოქალაქემ მეტი პოლიციელი ნახოს საკუთარ უბანში, ათენის ცენტრში, გარეუბნებში და ზოგადად, ბერძნული მიწების ყველა კუთხეში იქნება მეტი ოფიცერი,  კონტროლის გაძლიერების მიზნით,” განაცხადა თეოდორიკაკომ.

შეგახსენებთ, რომ მინისტრი პოსტზე რამდენიმე დღის წინ, კირიაკოს მიცოტაკის გადაწყვეტილების შედეგად დაინიშნა და მიხალის ხრისოხოიდიმ თანამდებობა დატოვა.

 

onalem

ტესტ