fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: გარდაიცვალა კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და არა მხოლოდ აცრაზე, არამედ იმაზეც უარს ამბობდა, რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ.

ირკვევა, რომ ქალბატონი დიდი ხნის მანძილზე უარობდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, მდგომარეობა საბოლოოდ იმდენად დაუმძიმდა, რომ მაინც საავადმყოფოში მოხვდა. სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობა იმდენად იყო გაუარესებული და ორგანიზმი იმდენად ჰქონდა დასუსტებული, რომ ექიმებმა ვეღარაფრით უშველეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მის გარდაცვალებამდე კორონავირუსს მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი ემსხვერპლა.

onalem

ტესტ