fbpx
საზოგადოება

ვინ არის თამთას ყოფილი მეუღლე, რომელზეც 16 წლის ასაკში გათხოვდა-ფოტოები

თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში მოღვაწეობს და იქაური შოუ-ბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე თვის წინ გაიგო, როცა „რუსთავი 2“-ის მოწვევით, X Factor-ის ჟიურის წევრი გახდა.

როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში, ემიგრაციაში წავიდა. დედამისი, დარეჯან ბუცხრიკიძე, მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო.

“ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად – ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – აცხადებს თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.

დღეს უკვე მომღერალი თამთა გოდუაძე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონად ითვლება საქართველოსა და საბერძნეთში და ქართველ ხალხსაც ბევრი რამ აინტერესებს მის შესახებ. განსაკუთრებული დაინტერესება მის პირად ცხოვრებას ეხება.

მის შვილზე უკვე იცის საზოგადოების ნაწილმა, რომ თამთას ჰყავს 24 წლის ქალიშვილი ანა. თამთას ყოფილ ქმარზე, კი ბევრი არაფერია ცნობილი. ის ბიზნესმენი შმაგი ხაჭვანია. ერთ-ერთ ინტერვიუში შმაგი ამბობდა, რომ თამთა 14 წლის იყო, თვითონ კი 16 წლის როდესაც ერთმანეთი გაიცნეს. ექვსთვიანი შეყვარებულობის შემდგომ ისინი გაიპარნენ და ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. თამთა კი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის შმაგიმ მოიტაცა.

როგორც აღმოჩნდა, თამთა ოჯახის დანგრევის შემდეგ წავიდა საბერძნეთში დედასთან და თავის პატარა გოგონასთან ერთად. დღეს შმაგის და ანის კარგი ურთიერთობა აქვთ. როგორც თავად თამთას მეუღლე ამბობს, საქართველოში 2-3 კვირით რჩება ხოლმე მამასთან დასასვენებლად.

Read more: https://sputnik-georgia.com/society/20191117/247024304/goduadzis-yopili-qmari.html

 

View this post on Instagram

 

📷 by @telemacho ❤️

A post shared by Tamta (@officialtamta) on

თავად თამთასთან შმაგის არანაირი ურთიერთობა არ აქვს. მათ მხოლოდ ბავშვი აკავშირებთ ერთმანეთთან. მითუმეტეს, რომ თამთას ყოფილ მეუღლეს უკვე ცოლ-შვილი ყავს და ძალიან ამაყობს თავისი ახალი ოჯახით. თამთას კი წარმატებებს და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს ცხოვრებაში.

onalem

ტესტ