fbpx
საზოგადოება

ბერძენმა ქალმა საკუთარი 1 წლის შვილი შემთხვევით მანქანაში ჩაკეტა

ინციდენტი დღეს ირაკლიოში მოხდა. ბერძენი ქალი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მანქანის კარის გაღება არ შეეძლო, პანიკაში ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მანქანიდან გადმოვიდა, თავისი კარი მიხურა, ხოლო როცა უკანა კარის გაღება სცადა, რათა თავისი 1 წლის ბავშვი გადმოეყვანა, მიხვდა, რომ ჩაკეტილი იყო.

მისი თქმით, გასაღები შიგნით დარჩა.

ქალმა პოლიცია და მაშველები გამოიძახა, რათა მანქანის კარი გაეღოთ და ბავშვი გადმოეყვანათ და საბედნიეროდ, მათ მალევე მოახერხეს, რომ დედას შვილი ხელში აეყვანა.

ახალგაზრდა ქალის განმარტებით, ის პანიკამ იმიტომ მოიცვა, რომ იცოდა ბავშვისთვის ამ მდგომარეობაში ყოფნა სარისკო იყო, რადგან მანქანაში ტემპერატურა ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე გარეთ, კრეტაზე კი ამ დროისთვის ქვეყნის სხვა ნაწილებთან შედარებით ყველაზე მეტად ცხელა.

 

onalem

ტესტ