fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ 4 არალეგალი ემიგრანტი და მათი ქვეყანაში შემომყვანი 2 პირი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ 21 და 22 წლის მამაკაცები კომოტინი-ქსანთის მთავარ გზატკეცილზე დააკავა. აღმოჩნდა, რომ 22 წლის ახალგაზრდას, რომელიც მანქანას მართავდა, მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც საგზაო პოლიციამ მანქანა საეჭვოდ მიიჩნია, მათ წამოეწია, მაგრამ მძღოლმა სიჩქარეს მოუმატა და საბოლოოდ, პოლიციის სხვა მანქანის დახმარებით, მათ გზა გადაუკეტეს.

შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი მანქანაში 4 არალეგალ ემიგრანტს მალავდნენ, რომელიც საბერძნეთში უკანონოდ შემოიყვანეს, ამაში კი, სავარაუდოდ, თანხა აიღეს.

თითოეული მათგანი როდოპის განყოფილებაში გადაიყვანეს და სხვადასხვა მუხლით გაასამართლებენ.

ჩამორთმეულია 150 ევრო და აღნიშნული მანქანა, რომელიც ემიგრანტების ქვეყანაში შემოსაყვანად გამოიყენეს.

 

onalem

ტესტ