fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ჯარიმა 100-დან 10.000 ევრომდე, თუ დახურულ სივრცეში მოწევთ

მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ კანონი, მოწევის წინააღმდეგ, უკიდურეს ზომებს შეიცავს. იგულისხმება დიდი რაოდენობის ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილას მოწევთ.

მინიმალური ჯარიმა, რომელიც ამ დრომდე 50 ევრო იყო, ახლა 100 ევრომდე გაიზარდა და შესაძლოა 10.000 ევრომდეც აღწევდეს, გააჩნია კანონდარღვევის ფორმას.

ახალი კანონის თანახმად, მოწევა იკრძალება დახურულ სივრცეებში, სამუშაო შენობებში, საჯარო ტრანსპორტში, ბაღებში, სკოლებში, საავადმყოფოებში, იქ, სადაც ბავშვები თამაშობენ და ა.შ.

მაგალითისთვის, თუკი ჯანმრთელობის ცენტრში ან კლინიკაში მოწევთ, რომლის ფართიც 100 კვადრატული მეტრია, ჯარიმა 500 ევროს შეადგენს.

ღამის გასართობი ცენტრების მენეჯერებს თითოეული მსგავსი კანონდარღვევისთვის, 6.000-დან 10.000 ევრომდე ჯარიმა ელით.

საბავშვო ბაღებში, სკოლებში და ბავშვებისთვის განკუთვნილ სხვა ტერიტორიებზე მოწევა 200 ევროთი დაჯარიმდება.

ხოლო თუკი მანქანაში იმყოფება ბავშვი, 12 წლამდე, და მძღოლი ან სხვა რომელიმე მგზავრი ეწევა, აღნიშნული ქმედებისთვის ის 1.500 ევროთი დაჯარიმდება.

ჯანდაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი აცხადებს, რომ მოსახლეობას, კანონდარღვევების გამოსავლენად შეუძლია დარეკოს ნომერზე 1142.

onalem

ტესტ