fbpx
კრიმინალი

დევნა პერამაში: ერთი დაღუპული და 7 დაშავებული, მათ შორის 6 პოლიციელია

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პერამაში გუშინ ღამით პოლიციელთა მიერ ბოშების დევნა მსხვერპლით დასრულდა.

ირკვევა, რომ ოფიცრებმა ნიშანი მისცეს მანქანას, რომელშიც სამი ადამიანი იჯდა, მაგრამ მძღოლმა არ გააჩერა, სიჩქარეს მოუმატა და პოლიციელებიც, შესაბამისად, აედევდნნენ.

დევნისას მანქანის 18 წლის მძღოლმა სახიფათო მანევრების გაკეთება დაიწყო და პოლიციელთა მოტოციკლებს განზრახ შეეჯახა. ოფიცრებმა სწორედ ამ დროს მათ ცეცხლი გაუხსნეს და სამწუხაროდ, 18 წლის ბიჭი სასიკვდილოდ დაიჭრა, ხოლო მეორე მსუბუქად. მანქანაში მყოფი მესამე პირი კი ადგილიდან მიიმალა.

არსბეული ინფორმაციით, საერთო ჯამში 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

onalem

ტესტ