fbpx
კატეგორიის გარეშე

“მომდევნო კვირიდან ზამთრის გემოს შევიგრძნობთ” – საკის არნაუტოღლუს პროგნოზი

სინოპტიკოსი, საკის არნაუტოღლუ ავრცელებს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, საბერძნეთში ზამთრის პირველ გემოს ორშაბათიდან შევიგრძნობთ და დაბალი ტემპერატურა რამდენიმე დღის მანძილზე შენარჩუნდება.

25 ოქტომბრიდან ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება, რაც ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევს, ზოგიერთ რეგიონში კი, სიცივე განსაკუთრებით საგრძნობი იქნება.

ორშაბათს ატიკის რეგიონში მაქსიმუმ 15 გრადუსია მოსალოდნელი და როგორც მეტეოროლოგები პროგნოზირებენ, კვირა დღიდან მოსახლეობამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს დატბორვის საფრთხე, ვინაიდან მოსალოდნელია ნალექიც.

არსებული ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურა მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება და ხუთშაბათამდე ათენში ჰაერი მაქსიმუმ 17 გრადუსამდე აიწევს.

onalem

ტესტ