fbpx
კატეგორიის გარეშე

ბერძენი მამაკაცი 100.000 ევროს ითხოვს, რადგან ფეისბუქზე ნეგატიური კომენტარები დაუწერეს

რთული დასაჯერებელია, მაგრამ როდოსელი ახალგაზრდა მამაკაცი ფეისბუქ კომენტარების გამო, რომელიც მას არ მოეწონა, 100.000 ევროს ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო უკვე აღძრულია.

მამაკაცმა, რომელიც კუნძულის სპორტისა და ვაჭრობის სფეროში აქტიურად არის ჩართული, ფეისბუქზე განათავსა პოსტი, რომელზეც ჯერ ერთმა მოპასუხემ დაუწერა ნეგატიური კომენტარი, შემდეგ კი ამას 20 მოჰყვა.

მისმა ადვოკატმა დეტალურად წაიკითხა მთელი 34 გვერდი, რომელიც სოციალური ქსელიდან არის ამოღებული და რომელიც მისი კლიენტის მიმართ შეურაცხმყოფელი და ცილის მწამებლური კომენტარებით არის სავსე. ეს ამბავი კი გასულ ივლისში დაიწყო.

მოსარჩელე აღნიშნული შეურაცხყოფისა და ცილის წამებისთვის კომპენსაციის სახით არც მეტი არც ნაკლები, 100, 000 ევროს ითხოვს.

onalem

ტესტ