fbpx
საზოგადოება

ლარისა: ყინულზე დაცემის გამო 35-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

დაბალმა ტემპერატურამ თავისი შედეგები გამოიღო და მოსახლეობას არა მხოლოდ ტრანსპორტით, არამედ ფეხით გადაადგილებაც კი უჭირს. ლარისაში ყინულზე მოცურების და დაცემის გამო მინიმუმ 35 ადამიანი სხვადასხვა პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა უამრავ ზარს იღებს მსგავსი შემთხვევების ფონზე.

“35-ზე მეტი ადამიანი ორთოპედიული პრობლემებითა და თავის ტკივილებით საავადმყოფოებში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. მათ ყინულზე, რომელიც ტროტუარებზე მრავლად არის, ფეხი უცურდებათ და ძირს ეცემიან,” აცხადებს იანის გულასი, სასწრაფო დახმარების მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ის აქვე დასძენს, რომ ამ შემთხვევებიდან სერიოზული სახე არცერთს არ ჰქონია, თუმცა, მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მოხუცებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

onalem

ტესტ