fbpx
საზოგადოება

“გვტანჯავს აზრი, რომ ვაქცინირებული არ იყო, იცდიდა და ბოლოს დავკარგეთ” – 51 წლის პოლიციელის მამა

იმათიაში პოლიციის 51 წლის ოფიცერი კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი მამა მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის ვირუსით საკუთარი ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა.

“ძალიან რთული წუთები გვაქვს. მტერსაც არ ვუსურვებ. გუშინ დავასაფლავეთ და ვერ ვმშვიდდები. ჩვენ, მოხუცები არ წაგვიყვანა და წაიყვანა ახალგაზრდა კაცი. კიდევ ერთი გოგონა მყავს, არ ვიცი, რა ვთქვა.

არ იყო ვაქცინირებული და სწორედ ეს არის რაც “გვჭამს” და გვტანჯავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მუდმივად ვეუბნებოდით, აცრილიყო, ამბობდა, რომ მოიცდიდა კიდევ ცოტას, კიდევ ცოტას, ნახავდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები და ასე, ამ ლოდინში დავკარგეთ. 

დაინფიცირდა, რადგან მისი მეუღლეც და ქალიშვილიც ინფიცირებულები იყვნენ, ბავშვს სკოლიდან გადაედო. ბოლო წუთამდე უარს აცხადებდა სამედიცინო ჩარევაზე და სულ ბოლოს, როცა დათანხმდა, უკვე ძალიან გვიან იყო,” ამბობს მამაკაცი.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი პოლიციელის მშობლები სრულად არიან აცრილები და მე-3 დოზის მისაღებად ემზადებიან.

onalem

ტესტ