fbpx
კრიმინალი

ათენი: 20 წლის ბიჭი, რომელმაც დედა მოკლა, პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ეღალეოში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა დაკავებულია. ის პოლიციას თავად ჩაბარდა.

ირკვევა, რომ 20 წლის მამაკაცი ატიკის პოლიციის მთავარ განყოფილებაში საკუთარი ნებით მივიდა და დეტალურად აღწერა, რა მოხდა იმ დღეს, როცა საკუთარი დედა, 55 წლის ქალბატონი მოკლა.

როგორც უკვე ცნობილია, ქალი ხუთ შვილს მარტო ზრდიდა, მეუღლე კი, პაკისტანური წარმოშობის, რამდენიმე ხნის წინ, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ოჯახი უკიდურესად რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

20 წლის ბიჭის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა ძმამ ოფიცრებს უთხრა, რომ ქალი სწორედ მან მოკლა და შემდეგ გაიქცა. არსებობს ცნობები იმის შესახებაც, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

onalem

ტესტ