fbpx
კრიმინალი

21 წლის ელენის მკვლელობისთვის დაკავებული ორი ბიჭი დანაშაულს ერთმანეთს აბრალებს!

ბერძნული მედიის ცნობით, 19 წლის ალბანელი და 21 წლის ბერძენი ბიჭები კუნძულ როდოსზე ჩადენილ დანაშაულს ერთმანეთს აბრალებენ.

ცნობილი გახდა, რომ თავდაპირველად ისინი მიახლოებით ერთნაირ ჩვენებებს აძლევდნენ პოლიციას, თუმცა, ახლა სხვაგვარად ალაპარაკდნენ და ციხიდან თავის დასაღწევად სრულიად ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე საუბრობენ.

19 წლის ალბანელი ამბობს, რომ ყველაფერი 21 წლის ბერძენის მოფიქრებული იყო და სწორედ მან ჩაარტყა ელენის თავში მძიმე საგანი შემდეგ კი მისი ინიციატივით წავიდნენ გოგონას წყალში გადასაგდებად. ხოლო 21 წლის ბერძენი თითოეულ დანაშაულს ალბანელს მიაწერს და აცხადებს, რომ თავად მისი მითითებების მიხედვით მოქმედებდა.

ასევე ორივე აღნშნავს, რომ გოგონას ჭრილობები დანითაც მიაყენეს, თუმცა, გამოძიების საფუძველზე არანაირი ჭრილობა, რომელიც ბასრი საგნით იქნებოდა მიყენებული, არ მოიძებნა.

onalem

ტესტ