fbpx
საბერძნეთი

Deutsche Welle: “საბერძნეთი, მიტინგების ქვეყანა”

“მიტინგები და დემონსტრაციები საბერძნეთში ნამდვილი ტრადიციაა. მემარცხენე ახალგაზრდები ამ ყველაფერს ყოველთვის “აცოცხლებენ”, თუმცა, მემარჯვენე პოზიციებიდან ნაკლები კონკურენციაა,” წერს გერმანული პრესა Deutsche Welle, თავის ონლაინ ვებ-გვერდზე.

აღნიშნული დასკვნები 2011 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გაკეთდა. კვლევები ტარდებოდა 14 ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

საბერძნეთში დემონსტაციებზე დიდი გავლენა იქონია ლტოლვილთა და მიგრანტთა ნაკადის გაზრდის ფაქტორმაც. 

ქვეყანაში მიტინგების მოწყობა კულტურის ნაწილია, რომელიც მემარცხენე მოძრაობიდან იღებს სათავეს და მჭიდროდ უკავშირდება დიქტატორულ წყობას. თუმცა, ამავე დროს დემონსტრაციები აკრძალული იყო, ვიდრე ათენში, 1973 წელს “პოლიტეხნიოს” დარბევა არ მოხდა და სწორედ ბერძენი სტუდენტები იქცნენ გმირებად, პოსტ-დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კვლევებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა ბერძნებს დღეს სჯერათ დემოკრატიის და არჩევნების ლეგიტიმურობის, თუმცა, ამავე დროს ისინი გრძნობენ, რომ არ აქვთ საკმარისი გავლენა, არსებული პირობების შესაცვლელად.

საბერძნეთში აპროტესტებენ ყველაფერს, რაც კი საზოგადოების დიდ ნაწილს უშუალოდ ან ირიბად ეხება. ბოლო დროის ყველაზე ფართომასშტაბიან აქციად შესაძლოა ჩაითვალოს მაკედონიის საკითხთან დაკავშირებით შეკრებილი მილიონამდე ბერძენი.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს თემები, რომლებიც არასოდეს კარგავს მათთვის აქტუალობას, ყოველწლიურად მეორდება ერთი და იგივე ეპიზოდები, რომლებიც უკავშირდება ძირითადად ადამიანების უსამართლო გარდაცვალებას, მაგ: ალექსის გრიგოროპულო, ზაკ კოსტოპულო და ა.შ.

onalem

ტესტ