fbpx
საბერძნეთი

სკანდალი ევროპასა და საბერძნეთში: ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

როგორც ბელგიური მედია იუწყება, ეს ამბავი “ნამდვილი ბომბია ევროპული დემოკრატიის გულში”. გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ევროპარლამენტის ბერძენი ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი, მისი ბრალდება კი, კორუფციაა. პოლიტიკოსის სახლში აღმოაჩინეს ნაღდი ფულით სავსე ჩანთები.

არსებული ინფორმაციით, ევა კაილი დაუყოვნებლივ გარიცხეს ΠΑΣΟΚ-იდან, ეს ყველაფერი მოხდა 18 წლიანი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შემდეგ. კაილის გარდა, დაკავებულია მისი მეუღლეც, ხოლო მისი ოფისი დალუქულია, გამოძიების მიმდინარეობის გამო.

როგორც მედია იუწყება, კაილის სახლში იპოვეს 500.000 ევრო, მისი მეუღლის კუთვნილ ბინაში კი, 100.000 ევრო. ანუ ჯამში ცოლ-ქმრის მფლობელობაში 600.000 ევრო აღმოაჩინეს.

დაკავებულებსა და გამოკითხულებს შორის ევროპარლამენტის დეპუტატების მრჩეველ-ასისტენტებიც არიან. ბრალად მათ კატარის ინტერესების საკეთილდღეოდ შრომითი და ზოგადად, ადამიანის უფლებების დარგში ევროპარლამენტის პოზიციის ცვლილება ედებათ.

onalem

ტესტ