fbpx
საბერძნეთი

მოწმე ალექს მესხიშვილის საქმეზე: “დავინახე ბავშვებს ურიკა მიჰქონდათ, საიდანაც ფეხი იყო გადმოყოფილი”

აგელიკი ნიკოლულის გუშინდელი გადაცემა ალექს მესხიშვილის საქმეს მიეძღვნა, რომელიც 16 წლის წინ გაუჩინარდა და ამ დრომდე მისი დედა, ქ-ნ ნათელა, უდიდესი ტკივილითა და კითხვის ნიშნებით ცხოვრობს.

გადაცემაში ისაუბრა მოწმემ, რომლის მონაყოლიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის. ის ჰყვება, თუ რა დაინახა სუსხიანი ზამთრის დილას, როდესაც თავისი სატვირთო მანქანით მიდიოდა სწორედ იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ, ალექსის ცხედარი გადაჰქონდათ, რათა მისი კვალი გაექროთ.

“ბავშვებმა ხელი შემიშალეს, რადგან ფურგონით ჩავდიოდი და გზაზე თოვლი იყო. ვფიქრობდი, ჩემს წინ გადმოვიდოდნენ თუ არა, რადგან ზუსტად იმ ადგილას ტროტუარი მთავრდებოდა. ოთხ ბავშვს ეჭირა ურიკა, ყველაზე პატარა წინ მირბოდა. დავინახე რომ ურიკიდან ფეხი იყო გადმოყოფილი.

ურიკა არ იყო სატვირთო. სუპერმარკეტის ძველი ურიკა იყო, გაფუჭებული, ბორბლები დამაგრებული ჰქონდა,” ამბობს ის.

როგორც ირკვევა, ამ ადამიანმა ჩვენება თავიდანვე მისცა პოლიციას, მაგრამ გამოძიებისთვის ეს ყველაზე კრიტიკული მოწმე არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი.

“შემდეგ რაღაც მომენტში თქვეს, რომ ურიკა იპოვეს, მაგრამ არ მიუქცევიათ ყურადღება, რადგან ძველი გადაგდებული ჯართი ეგონათ. საბოლოოდ კი, სწორედ ის ურიკა აღმოჩნდა,” ამატებს მოწმე.

იხილეთ სრული გადაცემა:

onalem

ტესტ