fbpx
საბერძნეთი

ბერძნების დასახმარებლად ჩამოსული ისრაელელი მეხანძრე თვალის არეში დაშავდა, მაგრამ მაინც დაბრუნდა ხანძრის ეპიცენტრში

ბერძნული მედიის ინფორმაციით, აფიდნეს ტერიტორიაზე მძვინვარე ხანძარში 32 წლის მაშველი დაშავდა, რომელიც ისრაელიდან არის და საბერძნეთში დასახმარებლად ჩამოვიდა.

მას დაზიანებები თვალის არეში აქვს მიყენებული და მიუხედავად ამ ყველაფრისა, საავადმყოფოში პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ ბრძოლის პირველ ფრონტზე დაბრუნდა და კვლავ ეხმარება ბერძნებს.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ დაშავებულია 38 წლის მეხანძრე ილიასიდან, რომელსაც თვალში ცეცხლისგან გამოწვეული ნაპერწკალი მოხვდა და დაუყოვნებლივ ოფთალმოლოგიურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან საჭირო გახდა ექიმების ჩარევა.

onalem

ტესტ