fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი მოკლული ქალი და მიზეზი, რომელიც არავინ იცის – ტრაგედია საბერძნეთში

კრეტაზე, კერძოდ კი, რეთიმნოში მომხდარმა მკვლელობამ შეძრა ადგილობრივი საზოგადოება. 49 წლის მამაკაცმა ზურგიდან ესროლა 47 წლის ქალს, სტავრულას, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

მსხვერპლი და მკვლელი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდა, ფლობდნენ დაწესებულებებს, რომლებიც ასევე გვერდიგვერდ მდებარეობდა – მამაკაცს ტავერნა ჰქონდა, ხოლო ქალს სპა ცენტრი.

მიზეზი, თუ რატომ მოკლა სასტიკად სტავრულა თავისივე სპაში, ამ დრომდე უცნობია. საუბრობენ სხვადასხვა ვერსიებზე, თუმცა, სინამდვილე ზუსტად არავინ იცის.

ერთი წყაროს ინფორმაციით, მათ შორის არსებობს ფინანსური უთანხმოება, ხოლო მეორე ვერსიით მამაკაცს ქალი უყვარდა და მის უარს ვერ ეგუებოდა. აღნიშნულს უარყოფს გარდაცვლილის და, რომელიც ამბობს, რომ სტავრულას მკვლელთან ურთიერთობა არ ჰქონია, დაქორწინებული და ქმრის ერთგული იყო.

49 წლის მამაკაცის ძმა კი ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მსხვერპლმა და თავდამსხმელმა იციან, არავინ სხვამ.

ცნობილია, რომ სპა ცენტრში სროლისას კიდევ დაიჭრა შიგნით მხოლოდ ერთი ტურისტი, მკვლელი გაიქცა და თავის მოკვლა სცადა, მაგრამ გადარჩა და ახლა უკიდურესად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

 

onalem

ტესტ