fbpx
კრიმინალი

შეტაკება ბერძნებსა და პაკისტანელებს შორის, ქალის გამო – 5 ბერძენი მძიმედ არის დაჭრილი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პაკისტანელებსა და ბერძნებს შორის სასტიკ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ამ დროისთვის 5 ბერძენი საავადმყოფოშია მოთავსებული და მათ მძიმე ჭრილობები აღენიშნებათ.

კერძოდ, კრეტაზე, ირაკლიოში, დაახლოებით 20:00 საათზე ბერძნებისა და პაკისტანელების ჯგუფებმა კამათი დაიწყეს და სულ რამდენიმე წუთში შელაპარაკება სისხლიან შეტაკებაში გადაიზარდა.

ჩხუბისას ისინი იყენებდნენ ყველაფერს, რაც ხელში ხვდებოდათ. ადგილზე პოლიცია მალევე მობილიზდა, მაგრამ პაკისტანელებმა მოასწრეს 5 ბერძენის მძიმედ დაშავება.

საერთო ჯამში ინციდენტისას 24 ადამიანი დააკავეს, საიდანაც 2 ბერძენია, ხოლო 22 პაკისტანელი.

ირკვევა, რომ შეტაკების მიზეზი გახდა პაკისტანელის მხრიდან ბერძენი ქალისადმი უხეში საუბარი წინა დღეს, რის გამოც ერთ-ერთი ბერძენი მამაკაცი პაკისტანელთან მივიდა და მას პასუხი მოსთხოვა. ხოლო საბოლოოდ პაკისტანელმა მეგობრებს მოუხმო და ინციდენტი სისხლისღვრით დასრულდა.

ბერძნები მძიმედ არიან დაჭრილები, თუმცა, ექიმების თქმით, ამ ეტაპისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

onalem

ტესტ