fbpx
კრიმინალი

კრეტა: “სანდო” მეზობელმა, რომელსაც წყვილმა გასაღები დაუტოვა, სახლი გაძარცვა

ირაკლიოში 54 წლის ქალს მის მეზობლად მცხოვრებმა წყვილმა სახლის გასაღები დაუტოვა, რათა ყურადღება მიექცია, თავად კი რამდენიმე დღით წავიდნენ. ეს ყველაფერი 2018 წლის იანვარში მოხდა. ამ დროიდან დღემდე მათი სახლიდან ქრებოდა უამრავი ძვირფასი ნივთი, მიუხედავად იმისა, რომ სახლის პატრონები მალევე დაბრუნდნენ.

23 იანვრიდან მოყოლებული 54 წლის “სანდო” მეზობელმა სახლიდან გაიტანა ძვირფასეულობა, რომლის საერთო ღირებულებაც 3, 000 ევროს უდრის. ცხადია, იქაურობას ძარცვის არანაირი კვალი არ ეტყობოდა. სწორედ ამიტომ, წყვილმა მასზე ეჭვი მიიტანა, ტერიტორიაზე კამერები დაამონტაჟა და სახლში გარკვეული რაოდენობის თანხა დატოვა.

ეს ყველაფერი ქალისთვის ხაფანგი აღმოჩნდა. ის მაშინვე შევიდა სახლში და თანხა აიღო. ამის შემდეგ სახლის 37 წლის პატრონმა კამერები შეამოწმა და მაშინვე პოლიცია გამოიძახა.

54 წლის “სანდო” მეზობელს სახლში თანხა და ძვირფასეულობა აღმოუჩინეს, რის შედეგადაც ხელბორკილებით ირაკლიოს პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ