fbpx
განათლებასაბერძნეთი

“სკოლები გაიხსნება, მაგრამ შეიძლება დეკემბერში ისევ დაიკეტოს” – პროფესორთა პროგნოზი და მინისტრის განცხადება

ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გაიხსნება სკოლები და მოხდება ეს 7 თუ 14 სექტემბერს. განათლების მინისტრის, ნიკი კერამეოსის თქმით, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია ექსპერტებთან და საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.

როგორც ირკვევა, ექსპერტები იძლევიან რეკომენდაციას, რომ სკოლები გაიხსნას 7 სექტემბერს. ამის შესახებ ნიკოს სიფსასი და პანაიოტის გარგალიანოსი აცხადებენ, თუმცა, სიფსასი იმასაც დასძენს, რომ თუ ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს, სკოლები დეკემბერში ან იანვარში კვლავ დაიხურება.

გარგალიანოსის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს სწავლის პროცესი დაიწყება 7 თუ 14 სექტემბერს, მთავარია ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ზამთარში.

კერამეოსი ამბობს, რომ ბავშვებისთვის აუცილებელია სასკოლო გარემოში დაბრუნება, რადგან ეს მათ ემოციურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვისაც, სავალდებულოა პირბადის ტარება.

onalem

ტესტ