fbpx
საბერძნეთი

“რაც გაიხსნება, აღარ დაიკეტება, ძალიან ახლოს ვართ დასასრულთან” – ადონის გეორგიადის

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სიტუაციის დასტაბილურებისთანავე გაიხსნება მაღაზიები.

“მაღაზიების გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდია ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, როგორც კი ზეწოლა შემცირდება, ვიფიქრებთ ეკონომიკის ამუშავებაზე. 

მინდა ვთქვა, რომ ის, რაც გაიხსნება, აღარ დაიკეტება. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილებას, რომელსაც მივიღებთ უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი,” თქვა გეორგიადისმა.

როგორც უკვე ცნობილია, საბოლოო გადაწყვეტილებები მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღება, მაღაზიების გახსნა მოსალოდნელია 5 ან 12 აპრილს.

სავაჭროდ წასასვლელად მოსახლეობამ უნდა გააგზავნოს ახალი კოდი, 7, ნომერზე 13032 და არა 13033. აღნიშნული SMS-ის გაგზავნის შედეგად მოგივათ პასუხი: “გადაადგილება კომერციული მაღაზიის მიმართულებით”.

როგორც ცნობილია, 13033 მაინც ძალაში რჩება და ცხადია, ყველა დანარჩენი კოდი უნდა გაიგზავნოს აღნიშნულ ნომერზე.

ასევე, 13032-ზე არ გავაგზავნით კოდს 7 მაშინ, როდესაც სუპერმარკეტებში ან სურსათის სხვა მცირე ზომის მაღაზიებში წავალთ. კოდი 7 ეხება მხოლოდ კომერციული ტიპის (ფეხსაცმელ-ტანსაცმლის, აქსესუარების და ა.შ.) მაღაზიებს.

*სუპერმარკეტებში, საცხობებში, აფთიაქებში სავაჭროდ წასასვლელად კვლავ გამოიყენება კოდი 2.

 

onalem

ტესტ