fbpx
საბერძნეთი

“მე აქ ვარ, შენს დასახმარებლად!” – ბერძენი მაშველისა და თურქი ბავშვის სულისშემძვრელი კადრი

ბოლო რამდენიმე საათია სოციალურ ქსელში აქტიურად ტრიალებს კადრი, რომელზეც ასახულია ბერძენი მაშველი და თურქი ბავშვი. კადრი ეკუთვნის ეგეოსის სახანძრო სამსახურის მეთაურს, პანაიოტის კოტრიდისს, რომელსაც სურდა სოლიდარობა გამოეცხადებინა მეზობელი ერისთვის და ეს სურათი ძალიან კარგად აღწერს ბერძნების მიერ შეტანილ წვლილს თურქეთში ადამიანების გადარჩენის საქმეში.

“მე აქ ვარ, შენს დასახმარებლად!” – აღნიშნულია ფოტოზე.

კოტრიდისს სურდა პატივისცემა გამოეხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თურქეთში ადამიანების გადასარჩენად იბრძვის. აქვე აღნიშნავს, რომ ეს ფოტო არ არის რეალური, არამედ ციფრული სისტემით შექმნილი და სიმბოლური გამოხატულებაა თურქეთში არსებული მდგომარეობის, ყველა იმ ადამიანის ტკივილის, რომელიც ამ კატასტროფას უშუალოდ განიცდის.

onalem

ტესტ