fbpx
საბერძნეთი

არჩევნებთან დაკავშირებით ქუჩებში საბერძნეთის პოლიციის ოფიცრების რაოდენობა იზრდება

21 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიცია მუშაობას აძლიერებს და შესაბამისად, ქუჩებში ოფიცრების რაოდენობაც იზრდება.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ზომები ეტაპობრივად მიიღება 19 მაისიდან, ანუ პარასკევიდან და ძალაში იქნება ორშაბათამდე, 22 მაისამდე. პოლიცია გააკონტროლებს უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს, რომ ადგილი არ ჰქონდეს ინციდენტებს, ასევე, უსაფრთხოდ მოხდეს მანქანების გადაადგილება.

ასევე, არჩევნების ფარგლებში ხვალიდან, 18 მაისიდან, მოხდება სანომრე ნიშნების დაბრუნება მათთვის, ვისაც ჩამორთმეული ჰქონდა.

საგზაო პოლიცია მძღოლებს მოუწოდებს დაიცვან საგზაო წესები, აუცილებლად ატარონ უსაფრთხოების ღვედი და საკუთარი შესაძლებლობებს გადაჭარბებულად ნუ შეაფასებენ.

“საბერძნეთის პოლიცია შეგახსენებთ, რომ ყველა მძღოლისა და ზოგადად, საგზაო სივრცის მომხმარებელთათვის პრიორიტეტი ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაა,” აღნიშნულია ΕΛ.ΑΣ-ის განცხადებაში.

onalem

ტესტ