fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ უსაბუთო ემიგრანტი დააკავა, რომელმაც ცოლის და სასტიკად სცემა

გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრანტს, რომელიც თავდაპირველად სულ სხვა ბრალდებით დააკავეს, არც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების საბუთები და არც მართვის მოწმობა არ აღმოაჩნდა. გამომდინარე აქედან, მისი ბრალდებები დამძიმდა.

როგორც ცნობილია, მამაკაცმა ნასვამ მდგომარეობაში საკუთარი ცოლის და სასტიკად სცემა, შემდეგ სახლში დაბრუნდა, ისე, თითქოს, არაფერი მომხდარიყო. ქალმა მომხდარის შესახებ დისგან შეიტყო და სასწრაფოდ პოლიციაში დარეკა. ოფიცრების მისვლისას მან მოპედის საშუალებით გაქცევა სცადა, რის გამოც პოლიციელს დაარტყა კიდეც.

საბოლოოდ მას ხელბორკილები დაადეს და რამდენიმე ბრალდებით გაასამართლებენ: მოპედის ნომრების და მართვის მოწმობის გარეშე მართვა, საბერძნეთში უკანონოდ ყოფნა და შემოსვლა, ადამიანის სხეულის განზრახ დაზიანება.

უცნობია, თუ რა ეროვნებისაა დაკავებული, თუმცა, ინციდენტი პირგოსის ტერიტორიაზე მოხდა.

 

onalem

ტესტ