fbpx
კრიმინალი

“მჟავა ინტერნეტით 100 ევროდ ვიყიდე, მცემდა და მიკრძალავდა სხვა მყოლოდა” – 36 წლის ქალი, რომელმაც პარტნიორს დამწვრობები მიაყენა

36 წლის ქალი, რომელმაც ირაკლიოში თავის პარტნიორს მჟავა შეასხა, მედიასთან კონტაქტზე თავად გამოვიდა და აცხადებს, რომ ხვალ დილით ადვოკატთან ერთად გამოცხადდება განყოფილებაში და პოლიციას ჩაბარდება. მანადე კი, ითხოვს, რომ დაიწეროს სიმართლე, რომელიც მის მამაკაცთან ურთიერთობას ეხება, რადგან მომხდარს აქვს თავისი მიზეზები.

ქალი განმარტავს, რომ ეს არ არის იმ ტიპის მჟავა, რომელიც უმძიმეს დამწვრობებს იწვევს (ანუ ისეთი, როგორიც ეფი კაკარანძულამ იოანა პალიოსპირუს შეასხა), არამედ არის ნივთიერება, რომელიც კანონიერად, ინტერნეტით შეიძინა და 100 ევრო გადაიხადა. ის ავრცელებს კურიერის შეტყობინებებსაც, რომლის საშუალებითაც მჟავა მიუტანეს.

“მჟავა თავდაცვისთვის მქონდა, რადგან მუდმივად მირტყამდა. დამთანხმდა, რომ დავშორებულიყავით, რადგან სულ ვჩხუბობდით და არც მის ოჯახს ვუნდოდი, მაგრამ დამიწესა პირობები, რომ არ შემეძლო ვინმესთან მქონოდა ურთიერთობა. მხოლოდ ჩემს ყოფილ მეუღლესთან დაბრუნების ნებას მრთავდა. ასევე მეუბნებოდა, რომ იტოვებდა უფლებას, როდესაც უნდოდა მოსულიყო ჩემს სანახავად.

მისი ოჯახის წევრებისგანაც გავხდი ძალადობის მსხვერპლი. მისმა ძმამ მცემა და ვუჩივლე, მეორემაც მცემა, მაგრამ ამის შესახებ არ განმიცხადებია პოლიციაში. ამ ოჯახს არ ვუნდოდი,” ამბობს ის.

ხვალ მოსალოდნელია, რომ ქალი პოლიციას ჩაბარდება, მისი თქმით, მამაკაცი მოკვლითაც კი ემუქრებოდა, თუ მის გარეშე ცხოვრებას გააგრძელებდა.

onalem

ტესტ