fbpx
პოლიტიკა

ალბანეთის ხელისუფლება ბერძენი ექსპატრიატების ქონებას ეუფლება!

საბერძნეთსა და ალბანეთს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ალბანეთის ხელისუფლებამ მიმართა ზომებს, რომლებიც ვითარებას მაქსიმალურად ამწვავებს. ვულიარატესის ეპიზოდიდან 40 დღის შემდეგ, რომელსაც ერთი ალბანელი პოლიციელისა და კონსტანტინოს კაციფას სიცოცხლე შეეწირა, ედი რამა კვლავ ცეცხლზე ნავთს ასხამს.

როგორია ალბანეთის ანტი-ბერძნული გეგმა?!

ალბანეთის მთავრობამ ეპირუსში არსებული ხიმარას ტერიტორია ინვესტორებს გადასცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ მართლმადიდებელი ბერძნები.

ამის შესახებ თავად ბერძნული ექსპატრიატული ორგანიზაციები იტყობინებიან. აღსანიშნავია, რომ ამ ტერიტორიაზე ალბანეთს რაიმეს გაშენების უფლება არასოდეს ჰქონია. ხიმარას ახლა ტურიზმის სამინისტრო ისაკუთრებს, რათა ინვესტორებს გადასცეს. ეს კი ნიშნავს, მათთვის არა მხოლოდ ქონების ჩამორთმევას, არამედ საკუთარი წინაპრების მიწიდან სამუდამოდ გაძევებას.

კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად უკვე შევიდა, რაც მიზნად ისახავს აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს საბოლოოდ დაუსვას წერტილი.

რას აკეთებს საბერძნეთი ამ ვითარებაში?’

ჩრდილოეთ ეპირუსი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი მოქალაქეების დაცვას. თავის მხრივ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ალბანეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმოს და გადახედოს კანონს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოსახლის უფლებას თავიანთ საკუთრებაზე.

onalem

ტესტ