fbpx
ჯანმრთელობა

პირველად ათენში: მკერდის სრული გამოკვლევა ყველა ქალს სრულიად უფასოდ

25 ოქტომბერი მკერდის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის ფარგლებშიც ათენის მუნიციპალიტეტი ყველა ქალს მკერდის სრულ გამოკვლევას, სრულიად უფასოდ სთავაზობს. ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა.

მამოგრაფია და ყველა საჭირო კვლევა ჩატარდება მუნიციპალურ კლინიკებში სპეციალიზირებული ექიმების მიერ.

გთავაზობთ მისამართებს, სად შეგიძლიათ ჩაიტაროთ ყველა სახის გამოკვლევა:

22, 27 ოქტომბერს, 24 ნოემბერს და 7 დეკემბერს ანო პატისიაზე, ტირინთოს N2. საავადმყოფო “აგიი ანარგირი”.

25 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, ნეოს კოსმოს მეორე მუნიციპალური კლინიკა (Φανοσθένους και Φρειδερίκου Σμιθ, ტელ: 210 9239865).

26 ოქტომბერს, სამშაბათს, 16:00 საათიდან 20:00 საათამდე, კიფსელის მე-6 მუნიციპალური კლინიკა (Χανίων 4Β, ტელ. 210 8836200).

ვიზიტის დასანიშნად დარეკეთ: 210-2015510 | 08:30-14:00.

მამოგრაფიას იტარებენ 40-დან 69 წლამდე ქალები თუ:

არ გაუკეთებიათ მსგავსი გამოკვლევა ბოლო 12 თვის მანძილზე.

თუ არ აქვთ ჯანმრთელობის ისტორიაში სიმსივნის დიაგნოზი, ბიოფსია ან მკერდის ოპერაცია.

გამომკვლევს არ უნდა ჰქონდეს მენსტრუაცია (დასაშვებია დაწყებამდე 3 დღით ადრე ან დასრულებიდან 5 დღის შემდეგ).

აუცილებლად უნდა გქონდეთ AMKA და პასპორტი (თუ ბინადრობის ნებართვა არ გაქვთ, საკმარისია პასპორტი).

 

 

onalem

ტესტ