fbpx
ჯანმრთელობა

კორონა ვირუსის საფრთხე: ჩინეთიდან საბერძნეთში დაგეგმილი ყველა ტური გააუქმდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კორონა ვირუსის გამო, რომელმაც ჩინეთში რამდენიმე ადამიანი შეიწირა, ქვეყანა უსაფრთხოების ზომებს იღებს.

გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, გააუქმდა ყველა დაგეგმილი ტური ჩინეთიდან, რათა არ მოხდეს ვირუსის შემოტანა და შემდეგ გავრცელება.

უსაფრთხოების ზომები გაზრდილია საავადმყოფოებსა და აეროპორტებშიც, სადაც ჩინეთიდან ამ დრომდე ჩამოსულ ხალხს ადგილზე ამოწმებდნენ.

 

 

onalem

ტესტ